მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბანკებს სადაზღვევო პორტფელის დივერსიფიცირების ვალდებულება უნდა ჰქონდეთ"

5bb35c08a5ac3
სალომე მეცხვარიშვილი
02.10.18 16:50
614
"დაზღვევის კავშირის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე აცხადებს, რომ ახალჩამოყალიბებულ ორგანიზაციას ახალი ინიციატივები აქვს, რომლითაც პარლამენტის შესაბამის კომიტეტს უნდა მიმართონ.

"დაზღვევის კავშირს" სურს, ბანკებმა სადაზღვევო პორტფელის დივერსიფიკაცია მოახდინონ იმისთვის, რომ მთელი მათი პორტფელი მათთანვე დაკავშირებულ სადაზღვევოში არ იყოს მიმართული.

"გვაქვს ინიციატივები, მაგალითად ბანკის მიერ სადაზღვევო პორტფელის დივერსიფიცირების ვალდებულება. ბანკმა თავისივე სადაზღვევო კომპანიაში არ უნდა განათავსოს მთელი სადაზღვევო პორტფელი. 

ამ წელიწადში ბოლო 10 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, სავადლებულო დაზღვევის შემოღების კუთხით, ვგულისხმობ საზღვარზე მესამე პირის სავლადებულო დაზღვევის ამოქმედებას. იგეგმება ამის ქვეყნის შიგნითაც ამოქმედება. შესაბამისად, დიდი გამოწვევებია კონკურენტული გარემოს უზრუნველყფის კუთხით“,- აცხადებს არჩილ მორჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები