"ბანკებს სებ-ის რეგულაციების დასანერგად ერთთვიანი პერიოდი მიეცემათ"
„ბანკებს სებ-ის რეგულაციების დასანერგად ერთთვიანი პერიოდი მიეცემათ“, - ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ცვლილებების დოკუმენტის საბოლოო ვერსია ჯერ კიდევ არ არის მზად, თუმცა კარგი ნაბიჯი, რაც გადაიდგა არის ის, რომ ბანკებს მიეცემათ ერთთვიანი დრო იმისთვის, რომ რეგულაციები თავიანთ სისტემაში დანერგონ.
„ხდება დეტალების დაზუსტება. ვფიქრობ, ძალიან მალე ვიხილავთ უკვე საბოლოო ვერსიას. ერთი კარგი ნაბიჯი ის არის, რომ ბანკებს ექნებათ დრო, რომ თავიანთ სისტემებში ეს ცვლილებები დანერგონ და მზად შეხვდნენ ახალ რეგულაციებს. ერთი თვის პერიოდში ჩვენ გვექნება დრო, რომ დავნერგოთ ეს სისტემები“, - აცხადებს კიკნაველიძე.
კითხვაზე - არის თუ არა საუბარი ცვლილებების გადავადებაზე, კიკნაველიძე განმარტავს, რომ რეგულაციები ძალაში შევა 1 იანვრიდან, თუმცა ბანკებს მიეცემათ დრო, რომ თავიანთ სისტემებში ახალი რეგულაციები ასახონ.
საფონდო ბირჟები