მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

5beed344853f4
BM.GE
16.11.18 18:24
908
მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 23 067 610 686 ლარს შეადგენს.

მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 12 192 417 040 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 2 865 382 306 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9 327 034 734 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 10 875 193 647 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 402 095 956 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 5 473 097 690 ლარის ეკვივალენტი).

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 638 536 190 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 978 776 669 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 659 759 522 ლარის ეკვივალენტი.

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის ოქტომბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 317 178,34 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა ნოემბერში დაფარეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები