მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკებში დეპოზიტებზე 25 მლნ ლარის საპენსიო შენატანები განთავსდა

5c641ba811891
ელენე გოგბერაშვილი
13.02.19 17:26
1784
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის განცხადებით, ორი დღის წინ სააგენტომ თანხმობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკისგან, რომ ნომინალური მფლობელობის ანგარიშენზე განთავსებული საპენსიო შენატანები დეპოზიტებზე, სარგებლის დარიცხვის მიზნით გადაეტანათ. როგორც სურგულაძე bm.ge-თან ამბობს, ჯამში საუბარია 25 მილიონ ლარაზე, რომელსაც 6%-მდე სარგებელი დაერიცხება.  

„სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა სარგებელი აქვს, თუმცა ვაპირებთ, რომ კიდევ მოველაპარაკოთ და გავზარდოთ. 5-6%-ზეა საუბარი და შეიძლება კიდევ მოვამატებინოთ. 7% რომ იყოს კარგი იქნება.
რაც შემოვიდა ბანკებში ანგარიშზე, ყველა გადავიტანეთ დეპოზიტზე. ინფლაცია 3%-ის ფარგლებშია, თუ 7%-მდე ამონაგებს ავიღებთ, ეს ინფლაციასაც დაფარავს და მოგებაც დაგვრჩება“-აცხადებს ლევან სურგულაძე.

შეგახსენებთ, დარჩენილი 25 მილიონი ლარის საპენსიო შენატანები ხაზინის ანგარიშზეა გათავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები