მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკებში უცხოურ ვალუტაში ჭარბი ლიკვიდობა გროვდება - TBC Capital

633a96ff4463d
გიორგი თოლორდავა
03.10.22 12:01
10170
„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში ჭარბი ლიკვიდობის დაგროვება გრძელდება, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული.

„საგარეო ბალანსის გაუმჯობესებასთან ერთად, გრძელდება საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში ჭარბი ლიკვიდობის დაგროვება. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მიგრანტების მზარდი დეპოზიტების შედეგი არაა. არამედ, სეზონური გაუფასურების მოლოდინების გამო, ბოლო პერიოდში რეზიდენტების მხრიდანაც ვალუტაში მეტად დაზოგვა და ლარში მეტად სესხება იკვეთება. თავისთავად, ეს ლარის კურსისათვის ნეგატიურია, თუმცა, საპირისპიროდ, მას შემდეგ რაც აღნიშნული ტენდენცია შეიცვლება.

ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია ლარის კურსს ხშირად მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე უფრო მეტადაც კი განსაზღვრავს. როდის შეიძლება ველოდეთ განწყობებში ცვლილებებს? სავარაუდოდ წელსვე, როდესაც ბაზრის მონაწილენი უფრო მეტი რწმუნებით ჩათვლიან, რომ ლარის სეზონური ფაქტორები მის სადღეისო კურსში უკვე წინმსწრებად ასახულია.

ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა, რომ ძლიერი საინვესტიციო მოთხოვნა, უცხოურ ვალუტაში მეტი ბიზნეს სესხის გაცემას ნიშნავს, რადგანაც გრძელვადიანი ბიზნეს პროექტების დაფინანსება სწორედ პრაქტიკულად მთლიანად უცხოურ ვალუტაშია. ასევე, ვფიქრობთ, რომ რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთები დოლარის დეპოზიტებზე მათი თუნდაც ნაწილის გახარჯვას განაპირობებს, რაც როგორც ეკონომიკის ზრდის, ასევე ლარის კურსის კუთხით თავისთავად პოზიტივია“, - წერია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები