მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Banker-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

584ebca333385
ელენე გოგბერაშვილი
12.12.16 19:00
1481
თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკი გახდა საქართველოში. ეს სტატუსი ბანკს მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა ,,The Banker’’ ლონდონში, მსოფლიოს საბანკო დაჯილდოების ცერემონიალზე მიანიჭა.

"თიბისი ბანკმა" The Banker-ის პრესტიჟული ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მერვედ მიიღო.

2016 წელს თიბისი ბანკს სხვა აღიარებებიც ხვდა წილად. ბანკმა ასევე მიიღო წლის საუკეთესო ბანკის ჯილდოები ჟურნალებისგან: Euromoney, Global Finance da EMEA Magazines.

The Banker-მა თიბისი ბანკი დააჯილდოვა ბაზარზე მოპოვებული ლიდერობისთვის და "ბანკ რესპუბლიკასთან" მიღწეული გარიგებისთვის, რომლის თანახმად ეს უკანასკნელი თიბისი ბანკს შემოუერთდა. ხაზი გაესვა თიბისის კლიენტებთან ურთიერთობის მართვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, როგორც ბანკის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას.

"ჩვენთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ჩვენ 2016 წელს უკვე მეოთხედ ვიღებთ საუკეთესო ბანკის ჯილდოს, რაც ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგებისა და სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვის აღიარებაა", - აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

გავლენიანი ფინანსური გამოცემა The Banker ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს 149 ქვეყნის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი შედეგებისა და მიღწევებზე დაყრდნობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები