"დღეს ბიზნესისთვის ერთადერთი პრობლემა ბანკების კონკურენციაა“, - განაცხადა გადაცემაში „საქმის კურსი“ კომპანია პსპ-ს დამფუძნებელმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა. მისი თქმით, როდესაც ბანკები არაპროფილურ ბიზნესში შედიან, იზღუდება კონკურენცია.
„ბანკები დღეს ყველა დარგის ბიზნესის კონკურენტები არიან, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს დაბალი ეკონომიკური ზრდა, რადგან ბიზნესს არ აქვს ფინანსური ზურგი, ბანკი უნდა იყოს ფინანსური ზურგი, თუმცა ის არის ბიზნესის კონკურენტი.
ჩვენ გვაქვს საუკეთესო მდგომარეობა სხვადასხვა რეიტინგებში, ერთადერთი პრობლემა რაც დღეს დარჩა ბიზნესისთვის ეს არის ბანკების კონკურენცია ბიზნესის მიმართ და ეს უნდა მოიხსნას“, - ამბობს ოქრიაშვილი.

























