„საბანკო ინსტიტუტი დღეს ბიზნესს არ განიხილავს პარტნიორად, არამედ განიხილავს მას როგორც მეწველ ძროხას - ეს უხეშად ნათქვამია და ზრდილობიანად რომ ვთქვათ, როგორც შემოსავლის წყაროს. "- ამბობს გია პირადაშვილი და დასძენს, რომ მსგავსი მიდგომა არამხოლოდ საქართველოშია.
“ვინივერიას” დამფუძნებელი ამბობს რომ ბანკებთან ურთიერთობა შეწყვიტა და ახლა ამერიკულ ფონდ გაზელთან თანამშრომლობს. ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ფინდებთან ურთიერთობას დაიწყებდა გია პირადაშვილმა ქონების კაპიტალიზაცია მოახდინა. "შატო მერე", "როიალ ბატონი" და ღვინის ქარხანა 10 მილიონად არის შეფასებული.
ამ დროისათვის "ვინივერიას" ღვინოები აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიასა და რუსეთში გადის. წელიწადში 100-120 ათას ბოთლს ასხამენ, რომლის ნახევარიც ადგილობრივი ბაზრისთვის არის მეორე ნახევარი ექსპორტზე გადის.

























