საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბანკო სექტორის თანამშრომლების დასაჯილდოებელი ღონისძიება გამართა. წელს, ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო ბანკის ისტორიულ შენობაში გამართულ ღონისძიებაზე, სებ-ის 35 წელზე მეტი სტაჟის მქონე და კომერციული ბანკების თანამშრომლები, მათი პროფესიული დამსახურების და ფასდაუდებელი შრომისთვის დაჯილდოვდნენ. მათ შორის ჯილდო მიიღო ლიბერთი ბანკის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა მანანა აკობიამ.