მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბანკის აგრესიული საკრედიტო პოლიტიკის გამო, 2008 წლის ომისა დროს TBC ბანკი რისკის ქვეშ დადგა"

5ca7335c1e35f
თელარა გელანტია
05.04.19 14:51
662
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2008 წლის ომისა და კრიზისის დროს TBC ბანკი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა, რისი მიზეზიც ბანკის აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა იყო.

ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავარმა ბანკირმა ეროვნული ბანკის მიერ 2007-2008 წლებში გატარებული ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტყუილია, აქციონერების განცხადება, თითქოს, 2007 წელს ეროვნულმა ბანკმა ერთ დღეში გააჩერა ბანკი და პრაქტიკულად, აუკრძალა სესხების გაცემა.

„სინამდვილეში, 2007 წელს ბანკის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ადვილად გადამოწმებადია. უფრო მეტიც, არსებული სტატისტიკური ინფორმაციით, ბანკის მიერ აგრესიული პოლიტიკის გატარებით, მისი ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბანკის საკრედიტო დაბანდება 2006 წლის ბოლოს 594 მილიონი ლარი, ხოლო 2007 წლის ბოლოს 1,173 მილიონი ლარი იყო ანუ პორტფელი ერთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბანკი ჯიუტად არღვევდა კაპიტალის კოეფიციენტს და მიუხედავად იმისა, რომ კოეფიციენტი ჩამორჩებოდა მაშინდელ მოთხოვნებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბანკი კვლავ განაგრძობდა პორტფელის სწრაფ ზრდას მშენებლობის და სხვა პროციკლურ სექტორებში, რის გამოც 2008 წლის ომისა და კრიზისის დროს ბანკი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა, რისი მიზეზიც ბანკის აგრესიული საკრედიტო პოლიტიკა იყო", - აღნიშნა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები