მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტი, შესაძლოა, განახლდეს - BP

63d7afbdbf93c
მარიამ ვარადაშვილი
30.01.23 16:15
2741
ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ექსპორტი შესაძლოა, განახლდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტოს apa-ს კასპიის ზღვის რეგიონში BP-ის კომუნიკაციებისა და საგარეო ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტმა ბახტიარ ასლანბეილმა განუცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამ ეტაპზე ნავთობსადენი გაჩერებულია და ექსპორტი მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ხორციელდება.

“თუ მომავალში ვითარება შეიცვალა, ამ საკითხს გადავხედავთ”, - აცხადებს BP-ის წარმომადგენელი.

მისივე ინფორმაციით, ბაქო-სუფსის მილსადენი სრულად გაჩერებული არ არის და ამუშავება ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს მილსადენით 0.6 მლნ ტონა ნავთობია გადაზიდული. სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ აპრილის შემდეგ მილსადენი გაჩერებულია. BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება ჯერ 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ კი - წლის ბოლომდე. ბრიტანულმა კომპანია მიზეზად შავ ზღვაში ნავთობტანკერების უსაფრთხოების საკითხის დასახელდა. გასულ წელს საქართველოს გავლით ჯამში 30.6 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლის ტოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები