2024 წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 23 მილიარდ 869 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადაიტანეს.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის საანგარიშო პერიოდში სამხრეთ კავკასიური მილსადენით - ბაქო-თბილისი-ერზრუმი გაზის ტრანსპორტირების 56,2 პროცენტი განხორციელდა.
ამ გაზსადენით 13 მილიარდ 423,3 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიტანეს, რაც 5,4 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.