მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა 5%-ით შემცირდა(2024)

მილსადენი

2024 სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით [BTC] 2.3 მლნ ტონა ნავთობი იქნა ტრანსპორტირებული. სულ მიმდინარე წლის 9 თვეში მილსადენით 21.6 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1 მილიონი ტონით, ანუ 5%-ით ნაკლებია - ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

ამასთან, წელსაც უმოქმედოა ბაქო-სუფსას (WREP) მილსადენი, რომელმაც ოპერირება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეწყვიტა, შესაბამისად საქართველოს საპორტო ტერმინალებიდან ნავთობის გლობალური ტრანზიტი მკვეთრად შემცირებულია. უკრაინაში ომის დაწყებამდე ბაქო-სუფსას მილსადენით ყოველწლიურად 3-4 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა ხდებოდა.

საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდება ორი ნავთობსადენით: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითა და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. მილსადენის სიგრძეა 1768 კმ, აქედან 229 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი 1999 წლიდან ფუნქციონირებს. დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო დიამეტრი - 530 მმ. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები