მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ფუნქციონირებას იწყებს - რა იცვლება „შუა დერეფანში“?

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ფუნქციონირებას თვის ბოლომდე დაიწყებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ყველა საკითხი უკვე შეთანხმებულია. მათ შორის, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის ოპერირებას “საქართველოს რკინიგზა” უზრუნველყოფს, სრულად მაგისტრალის ოპერირებას კი ერთობლივი კომპანია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის დაახლოებით 10 დღემდე მცირდება, ხოლო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში პროექტს თან ახლდა არაერთი ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, სამართლებრივი და ორგანიზაციული გამოწვევა, რაც აფერხებდა მის სრულყოფილად დასრულებასა და სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში შესვლას. რას შეცვლის ახალი სარკინიგზო მაგისტრალი რეგიონში და რა ნიშას დაიკავებს ის სატრანსპორტო დერეფანში?

სტუმარი: ლევან სულაბერიძე - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები