მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება"

59a6603f241b5
BM.GE
30.08.17 11:07
1098
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება,- ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ახმეტ არსლანმა ტელეკომპანია TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საფინალო სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე. მისივე ინფორმაციით, რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ოქტომბერში რკინიგზა გაიხსნება.

მინისტრის შეფასებით, ამის პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ყარსში ლოგისტიკური ცენტრი აშენდეს.

"ყარსში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აქვე იგეგმება კიდევ რამდენიმე ცენტრის მშენებლობა",- განაცხადა მინისტრმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანის-საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებების შეთანხმებით შენდება. დერეფნის საშუალები 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები