მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისის მატარებლის აღდგენის თარიღმა ისევ გადაიწია - მედია

ბაქო-თბილისი

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა 1-ელ მაისს აღარ განახლდება.

bm.ge საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს დაუკავშირდა კითხვით, გადაიწია თუ არა და როდემდე აღდგენის თარიღმა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით კი, პირველი მატარებელი თბილისიდან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გავა და ბაქოდან 28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს აღდგება მიმოსვლა.

შეგახსენებთ, ბოლო ცნობებით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა და აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელ ივლისამდე ჩაკეტილი იქნება, 1-ელ მაისს ბაქო-თბილისის მატარებლის აღდგენა, ძალაში რჩებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები