მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაქოში Entrée-ს მეათე კაფე გაიხსნა - Entrée-ს უცხოეთში 30 ფილიალი აქვს

ბაქოში Entrée-ს მეათე კაფე ბაკიხანოვის პროსპექტზე გაიხსნა. როგორც BM.GE-ის კომპანიაში განუცხადეს, აზერბაიჯანში ქსელის განვითარებისთვის 300 000 ევროს ინვესტიცია განახორციელეს და დამატებით 7 ადამიანი დაასაქმეს. დღეისათვის ბაქოში, Entrée-ს 147 თანამშრომელი ჰყავს. Entrée-ს თანადამფუძნებელი ჟან მიშელ შარლი აღნიშნავს, რომ ქსელის გაფართოება მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. არტიზანული საცხობი და კაფეს ქართული ბრენდი აზერბაიჯანის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ აშშ-ში შესვლასაც გეგმავს.

რესტორნების ქართულმა ბრენდმა Entrée-მ საერთაშორისო გაფართოება დიდი ბრიტანეთის ბაზრით, 2021 წელს დაიწყო. მას შემდეგ ქსელი საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში ვითარდება. დღეისათვის Entrée 3 ქვეყანაში 30 ფილიალს მართავს: თბილისში - 16, ბაქოში - 10, ხოლო ლონდონში 4 ობიექტითა არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები