მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაქოში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა ექნება - მიწა აზერბაიჯანულმა მხარემ გადასცა

კობახიძე ასადოვი
17.01.25 16:07
554

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება. როგორც "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, 3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთვის ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა.

ტერიტორია ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.

როგორც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა, გადაცემულ ტერიტორიაზე, ასევე, სხვადასხვა პროექტი განხორციელდება.

„ჩვენ გვქონდა საშუალება, მოგვენახულებინა მიწის ნაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადმოსცა საქართველოს, საქართველოს საელჩოს მშენებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთი განლაგებულია აზერბაიჯანის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, 3 500 კვ.მ. მიწაზე განთავსდება საქართველოს საელჩო. ასევე იქნება სხვადასხვა პროექტი განხორციელებული ამ ნაკვეთზე, შესაბამისად, იქნება ელჩის რეზიდენცია, საკონსულოს მისაღები, საელჩოს ძირითადი შენობა. ვფიქრობ, ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ, მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებისთვის, გაძლიერებისთვის. სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში საქართველოს ექნება ახალი საელჩო, სადაც განთავსებული იქნება დიპლომატიური კორპუსი“, - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები