მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაქოში "შავი ბაზრიდან" ვალუტის ამოღება დაიწყეს

57be88f746669
BM.GE
25.08.16 09:55
1808
ბაქოში სახელმწიფო მარეგულირებელმა სტრუქტურებმა „შავ ბაზრიდან“ 300 000 მანათზე მეტის ღირებულების ვალუტა ამოიღეს. ვალუტის გადამცვლელი უკანონო პუნქტების შემოწმება აზერბაიჯანში მეორე კვირაა ინტენსიურად მიმდინარეობს. მსგავსი პუნქტების მუშაობა აზერბაიჯანმა წლის დასაწყისში აკრძალა. სავალუტო კრიზისის ფონზე კი „შავ ბაზარზე“ ვაჭრობა ბაქოში უფრო გააქტიურდა, სადაც არსებული კურსი დოლარსა და მანათს შორის სახელმწიფოს დადგენილისგან განსხვავებულია. გასულ კვირას, ქვეყნის რამდენიმე ბანკმა დოლარის გაცემა შეწყვიტა.

გასულ წელს მანათმა დოლარის მიმართ, თავისი ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა, წლის დასაწყისიდან კი აზერბაიჯანული ვალუტა თითქმის 7%-ით გაუფასურდა, აქედან 2,5%-ით დაეცა მანათი დოლარის მიმართ პარასკევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები