მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბარაკ ობამა პოდკასტების წერას იწყებს

5cfe12bcba575
მიხეილ ხაჩიძე
11.06.19 00:50
1386
Netflix-თან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მიშელ და ბარაკ ობამები ახალ საქმიანობას იწყებენ. ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი და მისი მეუღლე Spotify ისთვის პოდკასტებს ჩაწერენ. საკითხი უკვე გადაწყვეტილია და როგორც უცხოური მედია იუწყება, ობამების საპროდიუსერო კომპანიასა და აუდიო პლატფორმის წარმომადგენლებს შორის შეთანხმებაც გააფორმდა.

ობამების პოდკასტები შემეცნებითი და საგანმანათლებლო ფორმატის იქნება.

"აღფრთოვანებულები ვართ ამ შესაძლებლობით. ვიმედოვნებთ, რომ არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინსპირირებულ ისტორიებს ვაწარმოებთ, არამედ ხალხს დავეხმარებით, ემოციურად დავაკავშიროთ და მათი გონება და გულები გავხსნათ", - განუცხადა მიშელ ობამამ ჟურნალ Variety-ს.

Spotify ობამების აუდიო გადაცემებს მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდმს გახდის. აუდიო პლატფორმას 100 მილიონი პრემიუმ გამომწერი და 217 მილიონი ყოველ თვიური მომხმარებელი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები