21 ივლისს ზაფხულის კინოგაქირავებაში კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერი და გრეტა გერვიგის ბარბი გამოვიდა. ჯერ კიდევ გამოსვლამდე ონლაინ სივრცეში კინომოყვარულებმა მეგობრულ დაპირისპირებას დაუდეს საფუძველი, რომელიც ინტერნეტის ისტორიაში ბარბენჰაიმერის სახელით დამკვიდრდა. ორივე ფილმი წლის უმთავრეს კინომოვლენად ითვლება, რადგან ვარსკვლავური ქასთისა და აგრესიული მარკეტინგის წყალობით ორივე ფილმმა უდიდესი ყურადღება მიიქცია და მთელი მსოფლიო დააინტერესა. რა გავლენა ჰქონდა საერთო პრემიერას ორივე ფილმზე და რა თანხები გამოიმუშავეს ამ ეტაპზე ფილმებმა?