ფილმ "ბარბის" შემოსავალმა გლობალურ კინოგაქირავებაში $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სტუდია Warner Bros-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლეგენდარული სათამაშოების შესახებ გადაღებულმა ფილმმა აშშ-ის ადგილობრივ ბაზარზე 459 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო საერთაშორისო გაქირავებაში 572 მილიონი დოლარი.
შედეგად, გრეტა გერვიგი პირველი ქალი რეჟისორი გახდა, რომლის ფილმმაც $1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
ბარბის პრემიერა 21 ივლისს შედგა. „ბარბის“ ბიუჯეტი $145 მილიონია, დამატებით $100 მილიონი კი ფილმის მარკეტინგზე დაიხარჯა.
ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.
25 ივლისს სათამაშოების მწარმოებელმა Mattel-მა გააფართოვა სალიცენზიო შეთანხმება Warner Bros-თან, რის შედეგადაც კინოსტუდია კიდევ სხვა ცნობილი სათამაშოების შესახებ გადაიღებს ფილმებს.