ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია დღეს საინფორმაციო ცენტრს აამოქმედებს, რომელიც საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციასა და პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებებს მიაწვდის. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს, რომელსაც ოთხივე პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, გუშინ რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და აქტივისტი დააპატიმრეს.
შსს-ს თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყებიდან სისხლისსამართლებრივი ბრალდებით დაკავებულია 15 პირი.