მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარისტას სასერტიფიკაციო კურსები

BM.GE
11.05.22 11:50
836
საქართველო რეგიონის მასშტაბით იმ გამორჩეულ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც პირველად იმართება ბარისტების საერთაშორისო სერთიფიცირება. 16 ქართველ ბარისტას შესაძლებლობა აქვს, ტრეინინგის შემდეგ ყავის საერთაშორისო ასოციაციის SCA-ს ოფიციალური სერთიფიკატი მიიღოს, რომელიც ვალიდური იქნება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ყავის აკადემიას ივენთის ორგანიზებაში იტალიელი პარტნიორები დაეხნარნენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ყავის ასოციაციის ლიცენზირებული ტრენერის დარიო ჩერლანტინის ჩამოყვანა საქართველოში… სწორედ ის ახდენს ქართველოს ბარისტების ტრენინგს და შემდგომ სერთიფიცირებას. ყავის აკადემია გეგმავს მსგავსი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს რეგულარული ხასიათი მისცეს, რადგან ეს ყველაფერი ავითარებს სტუმარ- მასპინძლობის სექტორს.

სტუმარი: მიხეილ ფარულავა - “კოფისტას” დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები