მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარკალაიას შეფასებით, ქვეყანას ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით წარმატება აქვს

644132b68bf2d
BM.GE
20.04.23 16:51
510
„კვლევის მიხედვით, საქართველოს ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით დიდი წარმატება აქვს “, - ამის შესახებ თამარ ბარკალაიამ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიერ მომზადებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კვლევაში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობამ, მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა, რაც მისივე განმარტებით, ბავშვების მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახა.

„საქართველოს, ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით, დიდი წარმატება აქვს. თუ გავითვალისწინებთ, პანდემიის ფაქტორს და იმას, რომ რეგიონსა და მსოფლიოში, ბავშვთა სიღარიბე პანდემიის შემდგომ გაიზარდა, საქართველოში, ბავშვთა სიღარიბე იკლებს. ეს მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგია“, -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების მესამედზე მეტი სასკოლო საათებში არასდროს იკვებება. მიზეზთა შორისაა როგორც საკვები ობიექტების არარსებობა, ისე — საკმარისი თანხის არქონა. კვლევა ჩატარდა 2022 წლის ივლის-სექტემბერში, რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის მრავალი განზომილების შესახებ მონაცემების შეგროვება. გამოკითხვა მოიცავდა 1279 რესპონდენტთან ინტერვიუს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ ოჯახში მცხოვრები ბავშვების (სულ 2438 ბავშვის) შესახებ. კვლევის შედეგები საქართველოში მცხოვრები ბავშვების წარმომადგენლობითია. კვლევის შედეგები უზრუნველყოს პოლიტიკის შემქმნელებს საჭირო ინფორმაციით, რომელიც დაეხმარება ქვეყანაში სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სისტემების გაძლიერების მიზნით შემდგომი ცვლილებების დანერგვაში.

ვრცლად ნახეთ აქ: საქართველოში ბავშვების 35% სკოლაში არასდროს იკვებება - UNICEF

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები