მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარომეტრის კვლევა: ფარმაცევტული სექტორის მდგომარეობა საქართველოში

ფარმაცევტული დანახარჯებით გამოწვეული პრობლემები საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავ აქტუალური რჩება- საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ფარმაცევტული სექტორის შესახებ ბარომეტრი გამოაქვეყნა. კვლევა 2023 წლის პირველი ორი კვარტალის მონაცემებს მოიცავს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელი მონაცემები, ახლად განხორციელებული რეფორმების, შესაძლო დადებით შედეგებზე მიუთითებს. ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული პოლიტიკის რეფორმას 2014 წლიდან ახორციელებს. ამავე წელს დაწესდა რეცეპტთან დაკავშირებული მოთხოვნები მედიკამენტების 2 ჯგუფისთვის, 2016 წლიდან სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტი შემოიღო, 2022 წელს თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვება მოხდა, გასულ წელს რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ამუშავდა, რომელიც ამ დროისთვის 6000-ზე მეტ მედიკამენტზე ვრცელდება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ გატარებული რეფორმების შედეგად, საშუალოდ, 45%-ით შემცირდა ფასები მედიკამენტებზე. რას აჩვენებს საერთაშორისო ფონდ კურაციოს კვლევა, რა ძირითადი მიგნებები იკვეთება ჯანდაცვის ბარომეტრის ფარგლებში და რა გამოწვევები რჩება დღეს ჯანდაცვის სექტორში?

სტუმარი: გიორგი გოცაძე - „საერთაშორისო ფონდი კურაციოს“ პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები