ორ წელიწად-ნახევრის შემდეგ კატალონიური “ბარსელონა” კამპ ნოუზე ბრუნდება. "ბლაუგრანამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბი მშობლიურ არენაზე 22 ნოემბერს “ბილბაოს ატლეტიკის” წინააღმდეგ ითამაშებს.
ქალაქის საბჭომ დაამტკიცა ლიცენზია, რომელიც სტადიონზე 45,401 გულშემატკივარს დაუშვებს. კამპ ნოუ ამ თვეში პირველად გაიხსნა საზოგადოებისთვის, როდესაც “ბარსამ“ პირველი გუნდის ღია სავარჯიშო სესია გამართა დაახლოებით 23,000 გულშემატკივრის წინაშე, რომელთა შემოსავალი საქველმოქმედო პროექტებს მოხმარდა “ბარსა ფაუნდეიშენთან“ დაკავშირებულად.
“ბარსელონამ“ მთელი 2023-24 და 2024-25 წლების სეზონები 55,926-ადგილიან მონტჟუიქზე ჩაატარა. სტადიონზე, რომელსაც კამპ ნოუზე დაახლოებით 40,000-ით ნაკლები ადგილი აქვს და კლუბის სახლიდან დაახლოებით 4 კილომეტრით არის დაშორებული.
განახლებული კამპ ნოუ 105,000 მაყურებელს დაიტევს, რაც წინა 99,354 ადგილთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტია.
მიუხედავად შეფერხებებისა, კლუბის ხელმძღვანელობა დღემდე დარწმუნებული იყო, რომ მიმდინარე სეზონის ყველა ოფიციალურ თამაშს კამპ ნოუზე ჩაატარებდა, თუმცა თავდაპირველად დაახლოებით 27,000 მაყურებლის შეზღუდვით.
„ბარსელონამ“ და სამშენებლო კომპანიამ “Limak“-მა პროექტის დასრულებისთვის 2026 წლის ივნისი განსაზღვრეს. ამ დროისთვის სტადიონის რეკონსტრუქციის ღირებულება 900 მილიონ ევროს გაუტოლდება.




























