მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბარსელონას აეროპორტში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით"

5dac675c81544
BM.GE
20.10.19 17:52
1572
ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, „საქართველოს ავიახაზების“ მიერ 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ საქართველოს 7 მოქალაქე. საკონსულოს ინფორმაციით, მათი მგზავრობის ალტერნატიული მარშრუტი „საქართველოს“ ავიახაზებთან შეთანხმების შედეგად უკვე გარკვეულია და ისინი, სავარაუდოდ, დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით.

როგორც ცნობილია, ბარსელონაში შექმნილი სიტუაციისა და თვითმფრინავის მიღების და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, თბილისიდან 20 ოქტომბერს დაგეგმილი რეისი ბარსელონას მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, გაუქმდა ბარსელონა-თბილისის რეისიც.

„საქართველოს ავიახაზების“ მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული იყო შექმნილი ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მგზავრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

რეისის გაუქმების შედეგად შექმნილი ვითარების გამო, ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ ჩაერთო პროცესში და გენკონსულმა პირადად მოინახულა აეროპორტში მყოფი მოქალაქეები“,- განმარტავენ საკონსულოში.

ipn.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები