მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ბარსელონას” პრეზიდენტად კვლავ ჟოან ლაპორტა აირჩიეს

ჟოან ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტი

საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და პრეზიდენტად კვლავ ჟოან ლაპორტა აირჩიეს.

63 წლის ფუნქციონერმა კატალონიური გრანდის პრეზიდენტის არჩევნებში ვიქტორ ფონტი ისევ დაამარცხა და თანამდებობა 2031 წლამდე შეინარჩუნა.

ფონტი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მაშინვე გაათავისუფლებდა კლუბის სპორტულ დირექტორ დეკუს - შესაბამისად, ლაპორტას გამარჯვება იმასაც ნიშნავს, რომ პორტუგალიელი სამუშაო თანამდებობას შეინარჩუნებს.

არჩევნებში მონაწილეობა ბარსას წევრების 42%-მა მიიღო, რაც 48 480 ხმას ნიშნავს. ამ ხმების 68,18% ლაპორტამ მიიღო, 29,78% კი ფონტმა.

ლაპორტა პრეზიდენტის საქმეს ოფიციალურად ივლისიდან განაგრძობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები