მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნებზე მესამე ვადით კენჭს არ იყრის

ჟოან ლაპორტა ბარსელონა

საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” მოქმედმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს, განაცხადა, რომ 2026 წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მესამე ვადით პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს.

“როდის ჩავატარებთ არჩევნებს? როცა დრო მოვა, 15 მარტიდან 15 ივნისამდე პერიოდში. იანვრის ბოლოს კლუბისთვის საუკეთესო თარიღს ავირჩევთ. ახლა ჩვენ კონცენტრირებული ვართ კლუბის ყოველდღიურ მართვაზე, პირველ რიგში გუნდზე ვფიქრობთ. მე არ ვიქნები ისეთი, როგორიც პუტინი ან მადურო. პრეზიდენტებს შეუძლიათ თავიანთი თანამდებობა დაიკავონ ზედიზედ ორი ვადით, მაგრამ მეტი არა. შემეძლო კიდევ ერთხელ მეყარა კენჭი, მაგრამ ამის გაკეთებას არ ვგეგმავ. ეს მიუღებელი იქნებოდა“ – თქვა ლაპორტამ.

ის პირველი ვადით “ბარსელონას” პრეზიდენტი 2003 წელს გახდა და ამ პოსტს 2010 წლამდე ინარჩუნებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები