მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბარსელონას" Puma-სა და Nike-ის შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს

ბარსელონა ნაიკი და პუმა

“ბარსელონა” უკვე წლებია, რაც ფინანსურ პრობლემებს ებრძვის, თუმცა ახლახან გერმანულმა სპორტული სამოსების კომპანია Puma-მ ისეთი შეთავაზება გააკეთა, რომელზედაც კატალონიელებს უარის თქმა გაუჭირდებათ.

“ბარსელონას” ორი არჩევანი აქვს გააგრძელოს ურთიერთობა Nike-თან ან გააფორმოს ხელშეკრულება Puma-სთან, რომელიც მზადაა პარტნიორობის სანაცვლოდ დამატებით ბონუსად 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

Puma-ს ხელმძღვანელები კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეჰპირდნენ, რომ წელიწადში 120 მილიონ ევროს გადაიხდიან, მაშინ როცა Nike-ი წელიწადში 85 მილიონს იხდის. ცნობილია ისიც, რომ ლაპორტას ამერიკულ ბრენდთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, რის გამოც დროს წელავს, რათა უკეთესი შეთავაზება გააკეთონ წინააღმდეგ შემთხვევაში კი არჩევანს გერმანულ ორგანიზაციაზე შეაჩერებს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ასპარეზობას იტალიური “ნაპოლი” გამოთიშა, რის სანაცვლოდაც 10,6 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ხოლო თუ ამ ყველაფერს Puma-სთან გაფორმებულ კონტრაქტსაც დაამატებს, მაშინ “ბლაუგრანას” ზაფხულში სახარჯად დამატებით 100 მილიონი ევრო ექნება.

ცნობისთვის, იყო მოსაზრება, რომ “ბარსელონა” საკუთარი წარმოებით დაამზადებდა მაისურებს, თუმცა ეს მოსაზრება კლუბის ხელმძღვანელობაც უარყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები