მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბარსელონას” სახელფასო ჭერმა, მადრიდის “რეალის” ტრანსფერებისთვის გამოყოფილ თანხაზე 3-ჯერ ნაკლები შეადგინა

ბარსელონას სახელფასო ჭერი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგაში მოასპარეზე ოცივე გუნდის სახელფასო ჭერი გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ “ბარსელონას” სახარჯი ფინანსები 66 მილიონი ევროთი შემცირდა და 204 მილიონი შეადგინა. სექტემბერში გუნდის თანხა 270 მილიონს შეადგენდა, თუმცა ბრაზილიელი შემტევის ვიტორ როკეს გაფორმების შედეგად გუნდმა 40 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც დამატებით ბონუსებში გადასახდელი თანხებიც ემატება.

სახელფასო ლიმიტი კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება თუკი მას გასული წლის თებერვლის მაჩვენებელს შევადარებთ, როდესაც კატალონიელებს 648 მილიონი ევროს დახარჯვა შეეძლოთ.
პარალელურად მადრიდის “რეალს” ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მაღალი სახელფასო ჭერი გააჩნია და ის 727 მილიონ ევროს შეადგენს, მაშინ როდესაც მათი თანაქალაქელ “ატლეტიკოს” 303 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლია.

“რეალი” მომავალ ზაფხულს ფრანგი სუპერვარსკვლავის კილიან მბაპეს გაფორმებას აპირებს, რაც გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს, ხოლო “ბლაუგრანას” დიდი ტრანსფერის განსახორციელებლად ერთი ან ორი მაღალ შემოსავლიანი ვარსკვლავის გაყიდვა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები