მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარში, უცხოელს არარეალური თანხის მოთხოვნის შემდეგ, წაართვეს თანხა და პირადი ნივთები - შსს

63f874cf8be6c
BM.GE
24.02.23 12:15
2143
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული მოქმედებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ოთხი პირი: 1994 წელს დაბადებული ბ.კ., 1985 წელს დაბადებული მ.ღ., 1986 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1982 წელს დაბადებულ დ.კ.-ს თბილისში, მდებარე ერთ-ერთ ბარში, ამავე ობიექტის თანამშრომლები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შეკვეთისთვის შეუსაბამო თანხის გადახდას სთხოვდნენ, რაზეც დ.კ.-მ უარი განაცხადა. ამის გამო ბარის 4-მა წარმომადგენელმა მას ძალის გამოყენებით წაართვა თანხა და პირადი ნივთები.

სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობით ჩადენილ ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები