მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA 2023-ის დაჯილდოება - კომპანიებს განაცხადების წარდგენა 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ

ბარტა
BM. GE
12.10.23 12:54
15

BARTA-ს ჯილდოს მსურველებისთვის სარეგისტრაციო ფანჯარა ღიაა და კომპანიებს, განაცხადების წარდგენა 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

როგორც კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, კონკურსი გაფართოვდა  და პირველად განაცხადების წარდგენის შესაძლებლობა როგორც პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ასევე  საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ) არის.

როგორც ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, გიორგი თაბუაშვილი აცხადებს, BARTA არის ძალიან კარგი საშუალება ბიზნესისთვის და განსაკუთრებით ბიზნესში დასაქმებული ფინანსური აღრიცხვის მიმართულების სპეციალისტებისთვის, რომ მათი საქმიანობა შეფასდეს, მოხდეს აღიარება როგორც კომპანიების ანგარიშგების აღრიცხვის, მოწესრიგებულობის, საიმედოობის.

„ეს არის აღიარება ფინანსური დირექტორისა თუ კომპანიისთვის, რომ მათთან აღრიცხვა, ანგარიშგება არის უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა, საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოვავლინოთ. ეს კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის და მფლობელებისთვის, დამატებითი აღიარება და მოტივაციაა, რომ გაიზარდოს კომპანია და დამატებითი ინვესტიციები მოიზიდონ“, - აღნიშნა თაბუაშვილმა და დასძინა, რომ ბიზნეს-ასოციაციებიდან ინტერესი გაიზარდა და მათი მხრიდან უკვე ხდება ამ კონკურსის შედეგების აღიარება.

თაბუაშვილის თქმით, კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახდა ბიზნეს-წრეებში.

"მსოფლიო ბანკის" უფროსი კონსულტანტის მართვის სფეროში, ირინა გორდელაძის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ საიუბილეო წელია, დაჯილდოვებაზე სიურპრიზებიც იქნება და ბევრი სიახლეც. მისივე ინფორმაციით, წელს კონკურსს შეუერთდა რატიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაცია.

„წელს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი შემოგვიერთდა, ACCA და მასთან ერთად რჩებიან ძველებიც. ეს ასოციაცია არის რატიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაცია, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც ყველაზე მეტი, 250 ათასი წევრი ჰყავს მსოფლიოში. ეს ასოციაცია საქართველოში საკმაოდ აქტიურია. ამ ორგანიზაციის შემოერთება ჩვენთვის ნიშნავს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული არის უკვე ეს კონკურსი. ამ ორგანიზაციამ გამოყო ჟიურის წევრი, მდგრადობის ანგარიშგების მიმართულებით. უკვე ორი წელია ჩვენ დავამატეთ მდგრადობის ჯილდო იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო მნიშვნელობა გაიზარდა ამ ჯილდოსი“, - განაცხადა ირინა გორდელაძემ.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები