მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. 2021 წლის აპრილში ევროკომისიამ კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ინიცირება განახორციელა ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებების მხარდასაჭერად. შედეგად მდგრადი ანგარიშგება ევროკავშირში ისეთივე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორიც ფინანსურ ანგარიშგებას უკავია. შეიძლება გლობალურადაც იგივეს ველოდოთ, რამდენადაც ფასს-ის ფონდი მდგრადი ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაზე მუშაობს.

ამ კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

წელს BARTA გაფართოვდა და პირველად ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ისევე როგორც საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორის არიან A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი ყველა კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები