საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოზე BARTA 2024-ზე განაცხადების მიღება 31 ოქტომბრამდე გრძელდება. წელს კონკურსს ახალი ნომინაციები ემატება, მათ შორისაა საუკეთესო დებიუტანტი კომპანიის ნომინაცია. როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, მიმდინარე წელს BARTA-ზე ბევრმა ახალმა კომპანიამ გამოთქვა მონაწილეობის ინტერესი. წლევანდელი დაჯილდოებაზე კომპანიის თითოეული კატეგორიისთვის მდგრადობის ანგარიშგების თითო ნომინაცია დაემატება. ასევე, წელს უკვე მეორედ BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია.