მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA 2024-ზე განაცხადების მიღება დაიწყო;

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოზე BARTA 2024-ზე განაცხადების მიღება დაიწყო და კომპანიებისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. წელს კონკურსს ახალი ნომინაციები ემატება, მათ შორისაა საუკეთესო დებიუტანტი კომპანიის ნომინაცია. როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, მიმდინარე წელს BARTA-ზე ბევრმა ახალმა კომპანიამ გამოთქვა მონაწილეობის ინტერესი. ამასთან, წლევანდელი დაჯილდოება გამორჩეული იქნება იმითაც, რომ კომპანიის თითოეული კატეგორიისთვის მდგრადობის ანგარიშგების თითო ნომინაცია დაემატება. წელს უკვე მეორედ BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია. საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს რიგით მეექვსე დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები