საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოზე BARTA 2024-ზე განაცხადების მიღება დაიწყო და კომპანიებისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. წელს უკვე მეორედ BARTA-ს კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია. წლევანდელი კონკურსი იმითაცაა გამორჩეული, რომ მას ახალი ნომინაციებიც დაემატა, მათ შორისაა მდგრადი ანგარიშგების ნომინაცია. რა სიახლეებია წელს BARTA-ს კონკურსზე?
სტუმარი: ირინა გორდელაძე - მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში;