მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BARTA-ს დაჯილდოების ცერემონიალი

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის მეექვსე ცერემონიალი გაიმართა შერატონ მეტეხი პალასში, სადაც ტრადიციულად მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადი განვითარების ანგარიშგების რეფორმების ცენტრის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და მდგრადი განვითარების ანგარიშგების გაუმჯობესების პროგრამის (EAASURE) მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე რჩეული კომპანიები დასახელდნენ და მათი შეფასება კომპეტენტური ჟიურის მხრიდან მათივე ანგარიშგებების საფუძველზე მოხდა. ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, 2024 წლის BARTA მოიცავს ჯილდოს “მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის” კომპანიების თითოეულ ძირითად კატეგორიაში. ეს ანგარიშები მომზადებული უნდა იყოს საერთაშორისო აღიარების მქონე ისეთი ჩარჩოს შესაბამისად, როგორიცაა მდგრადობის ანგარიშგების ევროპული სტანდარტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები