ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ჯილდოს - „ბარტას“ ფლობა გარკვეული ხარისხის ნიშნად იქცა ბიზნესისთვის. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები კანონმდებლობით არიან ვალდებულნი ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები დაიცვან, ამ ტიპის ჯილდოს არსებობა, მათთვის კიდევ უფრო მეტი სტიმულის მიმცემია. შეგახსენებთ, წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 2019 წელს დაფუძნდა. 2023 წლის კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება 31 ოქტომბერს დასრულდა. გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური დეკემბერში დაასახელებს.