ფინანსური ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ჯილდოს - „ბარტას“ ფლობა გარკვეული ხარისხის ნიშნად იქცა ბიზნესისთვის, - ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები კანონმდებლობით არიან ვალდებულნი ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები დაიცვან, ამ ტიპის ჯილდოს არსებობა, მათთვის კიდევ უფრო მეტი სტიმულის მიმცემია.