მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA-ს ჯილდოს მსურველებისთვის სარეგისტრაციო ფანჯარა ღიაა

BARTA-ს ჯილდოს მსურველებისთვის სარეგისტრაციო ფანჯარა ღიაა და კომპანიებს, განაცხადების წარდგენა 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. როგორც კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, კონკურსი გაფართოვდა და პირველად განაცხადების წარდგენის შესაძლებლობა ეძლევა, როგორც პირველი კატეგორიის კომპანიებს და ჯგუფებს, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირს. . კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული კომპანია კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ფინანსური გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორპორაციულ სექტორში, იმისთვის რომ კომპანიის მიმართ აქციონერების, კრედიტორებისა და მომხმარებლების ნდობა იყოს მაღალი. არჩილ ბაკურაძის თქმით, ბარტას დაჯილდოება სწორედ ფინანსური გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები