მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA-ს კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა

636f9c2c8910a
მარიამ დემეტრაშვილი
12.11.22 13:00
545
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის კონკურსზე (BARTA) განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება.

წლევანდელი BARTA კვლავ ღიაა საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (სდპ), რომელთა შორის არიან A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი კომპანიები, ბანკები თუ სადაზღვევო კომპანიები.

„საქართველოს საფონდო ბირჟის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ქურდიანმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, რომ წელს კონკურსში მონაწილე კომპანიების სია საკმაოდ მრავალრიცხოვანია. ამასთან, მან გადაცემაში კომპანიების ფინანსური ანგარიშგების და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„BARTA-ს კონკურსი ემსახურება იმ კომპანიების პოზიტიურად წახალისებას, რომლებიც მაღალი ხარისხის გამჭვირვალობას სთავაზობენ. როდესაც საქმე ეხება ფინანსურ ბაზრებს და ურთიერთობების ეთიკურობას, ამ დროს კომპანიის გამჭვირვალობის ხარისხი ქმნის ნდობის საფუძველს. აქედან გამომდინარე, როდესაც კომპანიის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგება კარგად გადმოსცემს კომპანიის ხედვებს, მიზნებს, რისკების შეფასებას, შიდა პოლიტიკას, ეს ზრდის ინვესტორების და მომხმარებლების ნდობას.

ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია არ არის მხოლოდ ბუღალტრებისთვის ან მხოლოდ მენეჯერებისთვის. ეს ინფორმაცია არის ყველა დაინტერესებული მხარისთვის. იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია იყოს მეტყველი, საიმედო და შესადარი, ის უნდა ჯდებოდეს გარკვეულ სტანდარტებში და იმავე ენაზე მეტყველებდეს, რაზეც დასავლური ქვეყნების ფინანსური ანგარიშგებები“, - განაცხადა ნინო ქურდიანმა.

BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები