მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბასების ოჯახმა “ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” 10 მილიარდ დოლარად გაყიდა

ლეიკერსი იყიდება

ბასების ოჯახმა თანხმობა განაცხადა, რომ 46 წლიანი მმართველობის შემდეგ გაყიდოს სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრენჩაიზის “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” უმრავლესი წილი “ლოს-ანჯელეს დოჯერსის” მფლობელ მარკ ვალტერზე. ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული წყარომ გამოცემა CNN-ს შეატყობინა, რომ ტრანზაქციის ღირებულება დაახლოებით $10 მილიარდს შეადგენს, რაც ყველაზე მოგებიანი შეთანხმებაა პროფესიონალური სპორტული გუნდებისთვის.

მარკ ვალტერი, რომელიც TWG Global-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელია, ასევე WNBA-ის “ლოს-ანჯელეს სპარქსის”, პრემიერლიგის კლუბ “ჩელსი”-სა და ახალი “Cadillac” Formula 1-ის გუნდის (რომელიც 2026 წელს დაიწყებს მონაწილეობას ფორმულა 1-ში) წილების მფლობელია.
აღსანიშნავია, რომ მარკი “ლეიკერსის” მცირე წილს ჯერ კიდევ 2021 წლიდან ფლობს, თუმცა TWG-ის განცხადებით ის კიდევ უფრო გაზრდის თავის წილებს კლუბში.

შეთანხმება, მნიშვნელოვნად აღემატება “ბოსტონ სელტიქსის” $6.1 მილიარდიან შეფასებას, რომელიც 2023 წლის მარტში გაიყიდა. მოლაპარაკების შედეგად “ლეიკერსი” ყველაზე ძვირად გაყიდული სპორტული კლუბი გახდება ისტორიაში.

ბასების ოჯახმა “ლეიკერსი” ჯეკ კენტ კუკისგან $67,5 მილიონად (დაახლოებით $292 მილიონი დღევანდელი მონაცემებით) 1979 წელს შეიძინა და მათი ხელმძღვანელობით გუნდმა 10 NBA-ის ტიტული მოიგო. 2013 წელს, ჯერი ბასის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქალიშვილი ჯინი ბასი გახდა ფრენჩაიზის მმართველი. ახალი შეთანხმების მიუხედავად ჯინი საკუთარი როლის შესრულებას ფრენჩაიზთან ერთად, მაინც განაგრძობს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ლეიკერსმა დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი დაიკავა 50-32 შედეგით, თუმცა პირველი რაუნდის პლეიოფში “მინესოტა ტიმბერვულვზთან” დამარცხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები