17 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ ბაშკირეთის რესპუბლიკაში უკრაინულმა დრონებმა Gazprom-ის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე (Газпром нефтехим Салават) იერიში მიიტანეს.
ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, ქალაქ სალავატის სამრეწველო ზონაში აფეთქებების ხმა ისმოდა და ხანძარი შეინიშნებოდა, თუმცა ოფიციალური ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისთვის, Gazprom-ის ეს ობიექტი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადასამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსია, რომელსაც წელიწადში 10 მილიონ ტონამდე ნახშირწყალბადოვანი ნედლეულის გადამუშავება შეუძლია.
საწარმო 150-ზე მეტი სახეობის პროდუქციას, მათ შორის: საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთს, ბიტუმს, პოლიეთილენსა და ამიაკს აწარმოებს.
ქარხანა დრონების სამიზნე წარსულშიც არაერთხელ გამხდარა - ბოლო ცნობილი იერიში 8 ოქტომბერს დაფიქსირდა, ხოლო 16 ნოემბერს ევროკავშირმა საწარმოს სანქციები დაუწესა.
























