მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბასლეინში" შესაძლოა, მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობაც დაუშვან - კანონპროექტი

ბასლეინი

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში, ე.წ. ბასლეინში გადაადგილების უფლება, ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოთ - კანონის პროექტი დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა.

კანონპროექტის ავტორები მმართველი უმრავლესობის წევრები არიან. პროექტი კი, დაჩქარებული წესით განიხილება.

ავტორების მოლოდინით "კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია საგზაო მოძრაობის კიდევ უფრო მეტად მოწესრიგება, გაუმჯობესება და ზოგადად ამ მიმართულებით უფრო მეტად პრევენციული სისტემის შექმნა"

მათი ცნობით, მოტოციკლებისა და მოპედების „ბასლეინზე“ გადაადგილება ევროპის ბევრ ქვეყანაშია დაშვებული და ამ მხრივ გასათვალისწინებელია რამდენიმე ქალაქის პრაქტიკა, მათ შორის, ვენის, მადრიდისა და ბარსელონის.

„შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში კი თავდაპირველად აღნიშნული დაშვება საცდელი იყო, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გაუმჯობესდა, დაშვება მუდმივი გახდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც საგზაო შემთხვევებს მკვეთრად ამცირებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა“, – ნათქვამი განმარტებით ბარათში.

ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევაც შემცირდება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც საგზაო შემთხვევებს მკვეთრად ამცირებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის მიხედვით, თბილისის საავტომობილო გზებზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ასევე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იმავე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები