მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Bassiani-ს სპეცოპერაცია ტურისტთა უმრავლესობამ ტერორისტულ აქტად აღიქვა"

5b0418164f02f
მარიამ ადამია
22.05.18 18:00
2534
როგორც "ტრაფიკ ტრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე აღნიშნავს, „შავი პარასკევის“ ღამეს, ბასიანში მყოფ ერთ–ერთ უცხოელ დიჯეის, სპეცოპერაცია ტერორისტული აქტი ეგონა და ამიტომაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

“სასაცილოა ტურისტულ უსაფრთხოებაზე საუბარი, იმ დროს, როდესაც ერთ–ერთ ცნობილ ღამის კლუბზე რეიდი ხდება, საუბარია ბასიანზე, სადაც მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ჩამოდიან. სწორედ მათი და ელექტრონული მუსიკის დამსახურებით, წელს ახალგაზრდა ტურისტთა რაოდენობამ საქართველოში საგრძნობლად იმატა.  როდესაც გვაქვს ასეთი ზრდა და იკვეთება ინტერესი განსაკუთრებით კი, მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან, მომხდარი ფაქტი უარყოფითად იმოქმედებს პირველ რიგში ქვეყნის რეპუტაციაზე და შეამცირებს მათ შემოდინებას ქვეყანაში ”,– აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები