მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბატონი გახარია თავისი საქმის სერიოზული პროფესიონალია", - კოვზანაძე "მუქარის წერილზე"

5c7d2126c90e4
სალომე მეცხვარიშვილი
04.03.19 16:58
932
„ბატონი გახარია არის სერიოზული პროფესიონალი თავისი საქმის და მოწმენდილ ცაზე ასეთი წერილის არსებობა არ წარმოუდგენელია“, - ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კივზანაძემ კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს მოუსმინეს.

როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძემ დეპუტატების წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ მუქარის წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო.
რაც შეეხება შანტაჟს ეროვნული ბანკის მხრიდან, ირაკლი კოვზანაძის თქმით, სებ-მა უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც მარეგულირებელმა აღნიშნული ბრალდება უარყო.
კოვზანაძის თქმით, მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ჯარიმა ბანკის მიმართ არ უნდა იყოს აღქმული შანტაჟად.

კოვზანაძე აღნიშნავს, რომ ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი წერილი, რომელიც „თიბისიმ“ და ეროვნულმა ბანკმა გაავრცელეს და სადაც ნათქვამი იყო, რომ „თიბისი“ სებ-ის მიმართ სამართლებრივ დავას წყვეტს.

კოვზანაძის თქმით, აღნიშნული განცხადება „თიბისის“ განვითარებისთვის აუცილებელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები