მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, ჩვენ ევროპაში მივდივართ... ბიზნესსაც მიაჩნია, რომ ჩვენი გზა ევროპაშია“ - ედიშერ ხიმშიაშვილი

ნოვა

Nova-ს გენერალური დირექტორი, ედიშერ ხიმშიაშვილი ირაკლი კობახიძესთან თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ მედიასთან აცხადებს, რომ პრემიერის მსგავსად ბიზნესსაც მიაჩნია, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.

„[შეხვედრაზე განიხილა] ზოგადად ქვეყანაში რაც ხდება. ბიზნესმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და ბატონმა ირაკლიმ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელიც მგონია დიდად განსხვავებული არ არის იმ პოზიციებისგან, რისი განხილვაც საჯაროდ ხდება ხოლმე, მათ შორის, რაზედაც იყო საუბარი. შესაძლებელია, შემდეგი შეხვედრა პრემიერთან გაიმართოს, მათთან ვისაც პროცესებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გააჩნია.

როგორც ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, ჩვენ მივდივართ ევროპაში. ჩვენი გზა ევროპაშია და ბიზნესსაც მიაჩნია, რომ ჩვენი გზა ევროპაშია“, - განაცხადა ხიმშიაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები