მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული - შსს

მზია ამაღლობელი

11-12 იანვარს "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

ამაღლობელი, გუშინ და დღეს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი სტიკერის გაკვრის გამო, რომელსაც ჰქონდა წარწერა — "გაიფიცე", ხოლო ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელახლა დააკავეს.

როგორც ამაღლობელის ოჯახმა გამომძიებელს აცნობა, "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით.

მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

12 იანვარს, ღამის 3 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებელთან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს ადვოკატები.

ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.

წყარო: ბათუმელები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები